წესები და პირობები
- ალტერსოქსის ვებგვერდის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს, შეიძინოს ჩვენი პროდუქცია და ისარგებლოს სახლში მიტანის სერვისით;
- გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ქართული ან უცხოური ბანკების ბარათების მეშვეობით. გადახდა ხდება წინასწარ, შეკვეთის განხორციელების მომენტში. ნაღდი ფულით ანგარიშსწორება არ ხდება;
- ვებგვერდზე განთავსებულ პროდუქტს თან ახლავს ფოტო, ზომები და შემცველობა. პროდუქტის შეძენამდე კარგად გაეცანით პროდუქტის აღწერილობას და ზომებს;
- საიტზე დაფიქსირებულ პროდუქციის ფასებს განსაზღვრავს კომპანია და უფლებას იტოვებს მოახდინოს მასზე ნებისმიერი ცვლილება;
- თუ თქვენ არ გსურთ, რომ ისარგებლოთ ვებგვერდზე არსებული ონლაინმაღაზიით და გადაიხადოთ ბარათით, ან გსურთ ანგარიშსწორება მოახდინოთ ალტერნატიული მეთოდებით – ანგარიშზე პირდაპირი გადმორიცხვის ან პოს. ტერმინალებიდან თანხის შეტანის გზით, გთხოვთ მოგვმართოთ ჩვენი სოციალური მედიის არხებით Facebook & Instagram
ნივთის გადაცვლა/თანხის უკან დაბრუნება:
- თუკი მიღებული პროდუქტი იქნება დაზიანებული ან განსხვავებული პროდუქტზე მითითებული აღწერილობისგან, კომპანია საკუთარი ხარჯებით, ნივთს უკან დაიბრუნებს და მომხმარებელს მიუტანს ახალ, დაუზიანებელ პროდუქციას, ან მომხმარებლის სურვილის მიხედვით, დაიბრუნებს ნივთს და თანხას სრულიად აანაზღაურებს.
- იმისთვის, რომ მოხდეს დაზიანებული ნივთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება, ამანათის მიღების მომენტში უნდა მოხდეს ნივთის დათვალიერება. წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი იმავე დღეს უნდა დაგვიკავშირდეთ ელფოსტის მეშვეობით info@altersocks.ge ან მოგვწეროთ სოციალური მედიის არხების მეშვეობით ( facebook.com/altersocks ), წარმოადგინოს დაზიანებული ნივთის ფოტოები. ფაქტის შესწავლის შემდგომ, კომპანიის მხრიდან მოხდება დაუყოვნებლივი რეაგირება.
შეკვეთის გაუქმება და ცვლილება
- შემოსული შეკვეთა, მიმღების მისამართის თუ შეკვეთის მიღების დროის მიხედვით, რაღაც პერიოდის განმავლობაში, მანამ, სანამ გადაეცემა საკურიერო კომპანიას, მუშავდება კომპანიის მიერ. თუ მომხმარებელს სურს შეკვეთის გაუქმება, არსებულ შეკვეთაში პროდუქტის დამატება, ამოკლება ან გადაცვლა, უნდა დაგვიკავშირდეს და თუ ამანათი უკვე არ იქნება ჩაბარებული საკურიერო კომპანიისთვის, მოხდება შესაბამისი ცვლილებები. თუ ამანათი უკვე იმყოფება საკურიერო კომპანიის საწყობში, ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი იქნება;
მიტანის პირობები
ამ ეტაპზე, მიტანა ხდება როგორც თბილისის, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა იმ ადგილებისა, სადაც საკურიერო კომპანიები, ფიზიკურად არ ახორციელებენ მიტანის სერვისს. ალტერსოქსი თავად, საკუთარი ძალებით არ ახორციელებს მიტანის სერვისს, შესაბამისად ვერ ადგენს მიტანის ზუსტ დროს. ონლაინ შეძენისას, მიტანის ახორციელებენ დამოუკიდებელი საკურიერო კომპანიები.
- მიტანა თბილისში: საკურიერო მომსახურების საფასური თბილისის მასშტაბით შეადგენს 6 ლარს. მიტანა ხდება შეკვეთის მიღებიდან 1-3 სამუშაო დღეში (შაბათ-კვირა და უქმე დღეები არ ითვლება სამუშაო დღედ. მაგალითად, პარასკევს მიღებული ამანათი შეიძლება ჩაბარდეს ორშაბათს ან სამშაბათს). ამანათების დარიგება ხდება დღის 11:00 საათიდან საღამოს 9:00 საათამდე.
- თუ თქვენი ადგილმდებარეობა ეკუთვნის თბილისს, მაგრამ არის თბილისის შემოგარენი (წყნეთი, ოქროყანა, წავკისი და ა.შ.), ამ შემთხვევაში ამანათის ჩაბარების ვადა შეიძლება განისაზღვროს 1-4 სამუშაო დღედ
- თუკი ტექნიკური მიზეზების გამო (შეცდომით მითითებული მისამართი ან ტელეფონის ნომერი, თუ ვერ მოხერხდება ამანათის ჩაბარების დროს, მიმღების მიზეზით, მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაკავშირება, თუკი კურიერს არავინ დახვდება მისამართზე და სხვ.) ვერ მიიღებთ ამანათს, კურიერი მეორე სამუშაო დღეს განმეორებით შეეცდება შეკვეთის მიტანას. თუ ორჯერ ვერ/არ მოხერხდება ამანათის მიწოდება, საკურიერო კომპანია ამანათს გვიბრუნებს უკან. ამ შემთხვევაში მოხდება მომხმარებელთან დაკავშირება, შეკვეთის დეტალების დაზუსტება და სურვილის შემთხვევაში, პროდუქტის თანხის უკან დაბრუნება. ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება არ ანაზღაურდება. თუკი მომხმარებელს თავიდან სურს ვერ/არ ჩაბარებული შეკვეთის ხელმეორედ მიტანა, ტრანსპორტირების ღირებულება თავიდან იქნება გადასახდელი.
- მიტანა რეგიონებში : საკურიერო მომსახურების საფასური რეგიონებში, თბილისის გარეთ, შეადგენს 5.60 ლარს და ახორციელებს საქართველოს ფოსტა. მიტანა ხდება შეკვეთის მიღებიდან 2-4 სამუშაო დღეში (შაბათ-კვირა და უქმე დღეები არ ითვლება სამუშაო დღედ. მაგალითად, პარასკევს მიღებული ამანათი შეიძლება ჩაბარდეს ოთხშაბათს ან ხუთშბათს).
- თუკი ტექნიკური მიზეზების გამო (შეცდომით მითითებული მისამართი ან ტელეფონის ნომერი, თუ ვერ მოხერხდება ამანათის ჩაბარების დროს, მიმღების მიზეზით, მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაკავშირება, თუკი კურიერს არავინ დახვდება მისამართზე და სხვ.) ვერ მიიღებთ ამანათს, კურიერი მეორე სამუშაო დღეს განმეორებით შეეცდება შეკვეთის მიტანას. თუ ორჯერ ვერ/არ მოხერხდება ამანათის მიწოდება, საკურიერო კომპანია ამანათს გვიბრუნებს უკან. ამ შემთხვევაში მოხდება მომხმარებელთან დაკავშირება, შეკვეთის დეტალების დაზუსტება და სურვილის შემთხვევაში, პროდუქტის თანხის უკან დაბრუნება. ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება არ ანაზღაურდება. თუკი მომხმარებელს თავიდან სურს ვერ/არ ჩაბარებული შეკვეთის ხელმეორედ მიტანა, ტრანსპორტირების ღირებულება თავიდან იქნება გადასახდელი.
- დამატებითი ინფორმაცია შეკვეთისას: თუ შეკვეთისას გსურთ, რომ გავითვალისწინოთ დამატებითი ინფორმაცია (გადავადება, დამატებითი წერილი ადრესატს, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია) უნდა მიუთითოთ შესაბამის ველში. თუ ადრესატი სხვა ადამიანია, კომენტარის ველში მიუთითეთ თქვეი საკონტაქტო ინფორმაციაც.
- მიტანის დროის არჩევა: შეკვეთისას, შესაძლებელია მიუთითოთ მიტანის სასურველი დრო (მაგალითად, დღის პირველი ნახევარი, საღამოს 6-მდე და ა.შ.), მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ კურიერები მიყვებიან თავიანთ გრაფიკს და შესაძლოა, არჩეული დროის გათვალისწინება ამანათის მიტანის დროს ვერ მოხერხდეს.
- კონფიდენციალურობის პოლიტიკა: ბრენდი შეკვეთის დეტალებს, კლიენტის მონაცემებს (მისამართს, ტელეფონის ნომერს, ბარათის მონაცემებს, სახელსა და გვარს) არ გადასცემს მესამე პირს
www.altersocks.ge და www.altersocks.com არის კომპანიის ოფიციალური ვებგვერის მისამართები. მხოლოდ ამ ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციისს შეძენისას ვრცელდება ეს პირობები, სხვა შემთხვევაში, ალტერნატიული წყაროდან შეძენისას, კომპანია არ ადგენს მიტანის პირობებს და წესებს.
საკონტაქტო ინფორმაცია
ირ. აბაშიძის ქ. 24ა
info@altersocks.ge
598517507